The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტარიელისა და ავთანდილისგან წასლვა ფრიდონისასა

ტარიელისა და ავთანდილისგან წასლვა ფრიდონისასა




1 ტარიელისა და ავთანდილისგან წასლვა ფრიდონისასა

▲ზევით დაბრუნება


1382
რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,
ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა;
მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;
ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვა-მცა ვინღა წაიტანა!

1383
იარეს და ზედა შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;
ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა.
მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: „გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა,
მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა!

1384
ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად,
გამოემართვის საომრად, ველთა სისხლითა დაღებად,
ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად,
ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად“.

1385
დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა.
მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა;
უყივლეს.: „ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა?
ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა“.

1386
მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს.
მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს:
„გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!“
ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.

1387
შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა.
ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა.
იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზრვიდა;
დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1388
რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: „ვნახეო, ვინცა მინა“.
მუზარადი მოიხადა, გაიღიმნა, გაიცინა;
ფრიდონს უთხრა: „რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!“

1389
ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის-სცა,
იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს - აკოცისცა.
ფრიდონ ღმერთსა ხელ-აღპყრობით უსაზომო მადლი მისცა;
და დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1390
ფრიდონ უთხრა: „რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე,
მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!“
ჰგვანდა, თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე,
და ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1391
ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა.
ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა,
ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა;
მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1392
უთხრეს: „ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია,
მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სამე გვისხენ სხვანია“.
მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:
„ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია“.

1393
გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;
აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,
დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა,
თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1394
უთხრა, თუ: „ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა,
ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა,
მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წასლვა სჯობს გზისა გრძელისა,
თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1395
დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი;
სამასი კაცი გვეყოფისთ, წავიდეთ მართ მეოტანი;
ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,
მას ადრე ვჰპოეებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.

1396
ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილ ვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების;
ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების;
თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების,
მით ლაშქარი არად გვინდა, - რაზმი მალვით ვერ მოგვყვების“.

1397
იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა.
მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.
თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა.
ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1398
ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა;
ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა.
ფრიდონ თქვა: „ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა,
აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა“.

1399
ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან:
რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლავ ვლიდიან;
მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან,
გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.
1400
გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.
მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია;
თქვეს: „ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია;
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია“.

2 ტარიელისა და ავთანდილისგან წასლვა ფრიდონისასა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


გოგუა დიანა
0x01 graphic

შერვაშიძე იაკობ
0x01 graphic

პანკული ნ.
0x01 graphic

ებრალიძე დ.
0x01 graphic

ასანიძე ნ.
0x01 graphic

ჯაჯანიძე ნინო
0x01 graphic

ჩხიკვაძე ქეთი
0x01 graphic

გურგენიძე გეა
0x01 graphic

კაჭახიძე მარინა
0x01 graphic

რუსეიშვილი თეონა
0x01 graphic

თარგამაძე დალი
0x01 graphic

ბურდული ანი
0x01 graphic

ტუპცოკოვა-ხმალაძე ლარისა
0x01 graphic

ხმალაძე ნინო
0x01 graphic

ხმალაძე მაია
0x01 graphic

კამკამიძე კახი
0x01 graphic

ბიგანაშვილი გოგა
0x01 graphic

ბიგანაშვილი დათო
0x01 graphic

ედიშერაშვილი ნელი
0x01 graphic