The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტარიელისგან ზღვათა მეფისას მისლვა

ტარიელისგან ზღვათა მეფისას მისლვა




1 ტარიელისგან ზღვათა მეფისას მისლვა

▲ზევით დაბრუნება


1436
ზღვათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1437
აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,
ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.

1438
მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე,
სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,
მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

1439
თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა,
გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;
მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასა-მცა სხვადღა ვისსა,
ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!“

1440
რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, -
წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, -
მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.

1441
ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა,
მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არ-სიდიადე სათისა;
ფატმან ჰყავს თანა, იარა სავალი დღისა ათისა;
უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

1442
შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,
გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა;
შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა,
ქალი რა ნახა, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

1443
ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;
იტყვის: „ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი!
ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი“.

1444
ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
„ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი“.

1445
ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა.
ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა;
უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,
პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა.

1446
მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა;
ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ-დანადები ფასისა,
იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,
კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

1447
ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,
იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა.
დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა,
მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1448
ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:
ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი,
თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი,
მოახსენეს: „მადლი რა ვთქვათ, სვიანმცა-ა დავლა თქვენი!“

1449
ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა:
„დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,
მერმე, აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა,
ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგა ვქმენითა“.

1450
ზღვათა მეფე მოახსენებს: „ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
მოახლეთა სიცოცხლეო, ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო,
მსგავსი თქვენი რა-მცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო!
რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!“

1451
ტარიელ ფატმანს უბრძანა: „მე თავი შენი მიდია;
დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;
აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
და მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“.

1452
ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა:
„მე მეფეო ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა.
ახ, ნეტარძი მოხლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!“

1453
ზღვათა მეფესა ეტყვიან სამნივე შუქთა მაფენი,
კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:
„უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი, საჩანგ-დაფენი,
მაგრა გაგვიშვენ, ჟამია, წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი.

1454
შენ იყავ ჩვენი მშობელი, ჩვენგან ღმრთად საესავიო,
მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო“.
მეფემან ბრძანა: „არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო,
რათგან ისწრაფით, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!“

1455
მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა.
გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა,
თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,
ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1456
გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა,
კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა;
ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უვიცართა,
ბაგეთათ შუქი შეადგის ზედა ბროლისა ფიცართა.

1457
მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,
კვლა ფრიდონის თავადთასა - ნაომართა მათთა მთხრობლად:
„მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,
ჩვენ, დამზრალნი, აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად“.

1458
იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,
მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა;
მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა,
მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1459
მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები.
ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები,
ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომ ვეღარ გაჰხსნის ცულები,
აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1460
ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა;
უბრძანა: „ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა,
აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ-სიძვირით-ა;
მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!“

1461
ასმათ ჰკადრა: „მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი,
ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,
სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდენ გნახენ მხიარულნი“.
სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.

1462
დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება:
„რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება!
ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება,
წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება“.

1463
მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს.
მეფე ეტყვის: „ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს,
იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ - დიდებანი იასოცნეს.

1464
თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,
მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია“.
ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.

1465
მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,
რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს;
დადუმდეს და მოახსენეს: „რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვის-მცა ივაგლახეს!“

1466
ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!
თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა“.
კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: „ნურათ იქმთ გამწარებასა,
ღმერთი-მცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!“

1467
ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა;
მათ შეასხეს ქება, უთხრეს: „თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა,
რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,
აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა“.

1468
მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია;
სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია,
დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია,
მოტყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1469
შუკათათ მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია;
შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია;
მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია,
მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1470
გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები.
გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები,
ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,
თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

2 ტარიელისგან ზღვათა მეფისას მისლვა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ნებიერიძე სანდრო
0x01 graphic

სხირტლაძე ნანა
0x01 graphic

ათანელაშვილი ლალი
0x01 graphic

ბუბაშვილი ლიანა
0x01 graphic

კანკავა ცისანა
0x01 graphic

მაღრაძე ანა
0x01 graphic

თათარაშვილი ანა
0x01 graphic

ბაკურაძე მარინა
0x01 graphic

გოზიტაშვილი ქეთევან
0x01 graphic

ჩხუტიაშვილი ნინო
0x01 graphic

ვეკუა ლიკა
0x01 graphic

ვეკუა ჯაბა
0x01 graphic

ვარიძე გურამი
0x01 graphic

არაბული ნანუკა
0x01 graphic

არაბული ქეთათო
0x01 graphic

ჩოხელი სოფიო
0x01 graphic

ბარბაქაძე მანანა
0x01 graphic

ჯორჯაძე ნოდარ
0x01 graphic

ჯორჯაძე მარიამ
0x01 graphic

მელქაძე რუსუდან
0x01 graphic

ქისტაური თ.
0x01 graphic

რევაზიშვილი გულჩინა
0x01 graphic

ცავა ლიზა
0x01 graphic

ყვარელაშვილი გელა
0x01 graphic

სანიკიძე ეკატერინე
0x01 graphic

ჩხობაძე მარგარიტა (მარიამი)
0x01 graphic

გელაშვილი ეკატერინე
0x01 graphic

ნინუა მარინე (მარიამ)
0x01 graphic

კოხოძე დავით
0x01 graphic

ხოფერია გოჩა
0x01 graphic

ბაქრაძე ზურაბ
0x01 graphic

მოსაშვილი ნოდარ
0x01 graphic

კოდალაშვილი ლელა
0x01 graphic

კობიაშვილი ანა
0x01 graphic

კობიაშვილი იზა
0x01 graphic