The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა




1 წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

▲ზევით დაბრუნება


170
დაწერა, თუ: „ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,
თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოხდილნო!

171
მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:
თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა,
ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,
პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

172
საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი,
დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,
გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

173
მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,
სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს,
ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.

174
თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი.
ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი,
ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი“.

175
ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,
წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა,
ბრძანა: „მინდორს შევჯდებიო“, ლაშქარიცა დაერაზმა;
მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

176
ბრძანა: „წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა“.
მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,
მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა,
მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ-ა.

177
იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.
ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?
ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკიდა?
მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა. -

178
რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,
იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,
მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს,
ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

179
დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;
ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,
მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს:
„ღმერთო, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!“

180
შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,
უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები.
რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,
თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

181
ყოვლთა ჰკადრეს: „თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!“
იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.

2 წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


გურგენიძე ნინო
0x01 graphic

გურგენიძე ლია
0x01 graphic

გელაშვილი ბექა
0x01 graphic

ჭანყოშვილი ლელა
0x01 graphic

გელაშვილი იური
0x01 graphic

ფორცხალაიშვილი ზაზა
0x01 graphic

ფიროსმანიშვილი ნანა
0x01 graphic

გურგენიძე მარიამ
0x01 graphic

ლაღიძე თინათინ
0x01 graphic

გორდელაძე გულიკო
0x01 graphic

ყარყარაშვილი ლალი
0x01 graphic

ზუმბაძე ნონა
0x01 graphic