The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ალლიდი ოტტო

ალლიდი ოტტო

მზე ნელა ჩადის და დგება ჩრდილი,

გარშემო ძველი ძეგლები დგანან.

, ვიღაც ქალი საფლავთან ტირის,

არყოფნის შიშმა მეც ამიტანა.

ქარმა ფოთოლი კვლავ შეარხია,

თანაც ბეღურამ ყივილი მორთო.

და ყვავილივით აგერ მარხია

უცნობი ქალი: ალლიდი ოტტო!

უცნობი გერმანელი ქალი, დაკრძალული გერმანელების ყოფილ სასაფლაოზე, პოეტმა მას საგანგებო ლექსიც კი უძღვნა, გადმოცემით, გვარის თავისებური კეთილხმოვანების გამო.