The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ავრორა

ავრორა

გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყითლდა შუქთა ცხრილი,

ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე.

ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრის, ლდება ვით ღიმილ,

ფერ-მიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე...

ნისლში მყოფი არე-მარე ნანგრევების არის ჩრდილი,

არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე,

ყოველი ხე და სამარე. -ხუვებში მონილი,

არის უღვთოდ მოწყენილი.

ამოვდივარ! ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები.

უნებაო, შენ ნუ კრთები, კაეშანი ნუ აგანთებს,

მთის მწვერვალო, მაგ შენს კალთებს ნუ ელტვიან იმედები,

მთავ, დაბლა ნუ იხედები, ნისლი უღელს ნუ დაგადებს.

ამოვდივარ! გულის ნადებს ნუ წაგართმევს ღამის ხმები,

როს მომავლის მზის სხივები ანდლივით დაგქათქათებს...

მალე, მალე, ველებს და მთებს ტიტანივით მოვევლები,

ვნების რკალად მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს...