The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ამდენ წამების და გლოვის შემდეგ

***

ამდენ წამების და ოვის შემდეგ

მე ისევ დამრჩა გული პოეტის.

და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და ლმოკლული მე წამოვედი.

იყო გრიგალის და თოვლის შემდეგ

უფრო მწუხარე გამოსალმება.

მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და ეგებები ისევ წამებას.

თითქო ცისფერი ოცნების შემდეგ

ისევ გამეფდა ზამთრის ქარები.

მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და თბილისისკენ მივექანები.