The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი

***

მაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი

ფერფლს, თრთვილივით რომ დაჰფარა ვარი.

დაიძვრი მარჯვნივ - დაგწევს არაგვი,

გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი.

მოუხვევ - და გზას გადაგიჭრიან

გათხრათა ფშნები, როგორც არხები.

არ მიხვალ - ლალნი თვალებს გიჭრიან,

მიხვალ და - ცოცხლად დაიმარხები.

თუ იტყვი ძველი გზებით დახევას,

შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები?

თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს,

ნახევარს - მცხეთის გარეუბნები.

ზე აიხედავ - სივრცეა ზეცის,

ძირს დაიხედავ - რა გეფიცება?

მკვდარს - გვერდზე წვენილს, ხელფეხმოკეცილს -

ორმო-სამარხში გაეღვიძება!

ხმალს მივარდება მტერთ სამუსვრელად -

მტკვარი მოხვდება ხელთ ბრინჯაოსი

და ცხარე ბრძოლის იქცევა ველად

ველი სამთავროს სასაფლაოსი.

სვეტიცხოვლიდან შეხედავ ტყე-ველს

ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ჭაღში -

და ივერიის როსმე უძლეველთ

გმირთ წინ მიუძღვის თვით პიტიახში.

, მტერი, მტერი, ტყისკენ იხევს,

არმაზის ხევით მისდევს წვალება,

მაგრამ უძლეველს არმაზის ციხეს,

მთაზე მდგომს, როგორ დაემალება?

უზარმაზარი გალავნის კედელს

ის გაეკვრება, შიშისგან მკვდარი.

ხალო მცხეთავ, შენს შეუწყვეტელს

ამღელვარებას ჟღერს ჩემი ქნარი.