The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ახსნა

ახსნა

ღამეს ელვარე დღე შეუცვლია

თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,

ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია

დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.

მომკალით! ყოფნა მაინც შუქია

თქვენზე ამართულ სადღეგრძელოთა,

შეხვედრა ენას ვერ შეუქია,

შეხვედრა განა ასე გველოდა?

თქვენ გაიხსენეთ, , გაიხსენეთ,

, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით

რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ

ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.

რისთვის მიყვარხართ? მე არ მაქვს ნება!

მაგნაირ გულით და სინაზეთი...

არის ამქვეყნად დაგვიანება -

მაგრამ ამდენ ით? მაგრამ ასეთი?

არის ამქვეყნად ვერხვი და სვია,

არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით...

ამ რევოლვერშიც ის ვა ტყვია,

ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!

1916