The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ანძები

ანძები

დაუნდობელი ქარით ნარენი

და დაწეწილი, როგორც წვიმები,

ვით დაღალული სერაფიმები,

ჰქროდენ ანძები მგლოვიარენი.

არ მეშინოდა, გზას არ აურევს

ცისფერ ხომალდის სველი ფერდები,

მიწა! - აღმოხდათ გულს მეზღვაურებს

მაგრამ მე მაინც არ შევჩერდები.

1917