The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ათრობდა ხალხთა მწუხარება

ათრობდა ხალხთა მწუხარება

ათრობდა ხალხთა მწხარბა, სისხლის აუზი,

მისი სასახლე მონად ჰყავდა აღფრთოვანბას,

მოღალატეთა შთაგონებით სცემდა ბრძანებას

და მედიდურად ხელს აწრდა: ნიკოლოზი.

ლაჩარი იყო, ქვეყნის ბედი, ღელვა, ქაოსი,

ფრეილინების და დედოფლის ჟინს მიანება.

ვენ კი სიმართლისიხეებში დაგვიანება

გულს გვისერავდა, როგორც ზარი სასაფლაოს.

კუბოებისთვის მეკუბოვეთ ხე აღარ ეყოთ;

ხე არ ყოფნიდა მეფეს კაცთა ვარზე საცმელად,

მაგრამ გამოჩნდა სიხარული კაცთ დასახსნელად...

ამხანაგებო! განახლების ზარმა დარეკა,

ტახტი დაეცა და იმედად ქაოსზე დგება:

თანასწორობა, რესპუბლიკა, თავისუფლება!1917