The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა

* * *

არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!

როდესაც სიტყვა დაიბადება,

სიმართლის ალი, როგორც ბურუსი

ისე ირღვევა და იფანტება.

მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ

სევდის მორევში მცურავ თვალებით,

მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ

გამოურკვეველ ქენნა-წვალებით.

მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,

შენზე ოცნებით დაიწვა იგი.

განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს

სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.

და ზექეყნიურ სიყვარულით მწვავს

გამოუთქმელი მწარე ალი,

სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს

გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?