The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
არ შემიძლია და მე ავად ვარ

***

არ შემიძლია და მე ავად ვარ,

ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.

ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,

მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

ოცნება, როგორც შენობა,

გაფრენა ხიდან იმ ყვავის.

მკავდა იღბალი და უშენობა,

მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,

ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.

შენ მიდიოდი და მიგონებდი,

შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.