The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
არდაბრუნება

არდაბრუნება

აი, გრიგალმა გაიტაცა წითელი ლერწი

აზის-ბუნების!

ერი! მე ისევ მენატრება ჩუმი ალერსი

არდაბრუნების!

წყვილი ცხენები, ეტლი სწრაფი, ზრუნვა მზიანი,

რაღაც სხვაგვარი.

მოსვლა ფერების: ვერონეზი და ტიციანი

და ნიაღვარი.

ვიცნობ ბაგეებს, ვიცნობ ხელებს! ათასი მხვდება

ბაგე და ვარდი...

ნუთუ: ზეცაო, ვით მე მიყვარს შენი დიდება,

ისე გიყვარდი?