The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები

***

ალბათ მოვა დრო - შენც ანთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწა ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.