The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ხელსახოცსა გადმოგიგდებ

ხელსახოცსა გადმოგიგდებ“

―“ხელსახოცსა გადმოგიგდებ,

ოქრომკედით მოქარგულსა .

შიგ დამწვარ გულს ნუ გამიხვევ,

იოლად ნუ გზავნი ნურსად;

მე ისედაც ტვირთი მაწევს,

გზას ვერ ვიგნებ ბაიბურსა,

შენი გული რისთვის მინდა,

ჩემი როცა ჩაილურსმა!

”ხელსაოცსა გადდებ...

ნუ, ნუ მახვევ ოქრომკედსა,

ნუ დამახრჩობ ხელსახოცით,

ლექსის ძარღვს ნუ დამიკეცავ,

სიმღერების ბოლი მახრჩობს,

მოგუბდა და ყელს მილეწავს;

შენი ოხვრა რისთვის მინდა,

შენი ტკბილი სინაზეცა!

ხელსახოცსა გადმოგიგდებ

ოქრომკედით მოქარგულსა!

ნუ იმეტებ, მშვენიერო,

ნუ გაუშვებ მარტოს ნურსად,

თუ იმეტებ, გაიმეტე,

წყალს მიეცი ჩაილურსა,

შენი გული რაღათ მინდა,

როცა ჩემი ჩაილურსმა!

ხელსახოცსა...

ხელს გაკოცებ,

თუ გამიხვევ მუჭა ნუშსა!