The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
იგი დრო ენამ ვერ გამოხატა

იგი დრო ენამ ვერ გამოხატა

თუ ყურს უგდებდი ბარიკადის ხმას ჩასაფრებულს,

თუ ყურს უგდებდი ყუმბარების სიმღერას მწარეს,

გი ჰანგები ტალღას სცემდა გულს გამძაფრებულს,

გი გვამცნევდა მისაწვდომელ ჰანგების არეს.

ვერა, ბუნებავ, სუსტი ენა ვერ გამოხატავს

ცხრაას ჩვიდმეტის სიდიადეს და აღმაფრენას,

არ შეუძლია, მის წინ რამ სთქვას ენას მომაკვდავს,

აღარ აქვს ძალა იმ ძალასთან უბრალო ენას.

თუ ყურს უგდებდი ცეცხლს და გრიგალს მრავალ შვენებით,

განა ვერ ამჩნევ, რომ მზის სხივი მიმოიფანტა.

გავიდა ხანა. ახლა მაინც ხარ მოსვენებით,

მაგრამ იგი დრო ენამ მაინც ვერ გამოხატა.