![]() |
შესვლა |
English Georgian |
გაზეთებიდათვალიერებაძიება |
წლების მიხედვით »წლიური კომპლექტები
წლიური კომპლექტის სანახავად აირჩიეთ წელი და შენახვის შიფრი. დამატებითი ინფორმაცია -"საქართველოს დრ.[ოებითი] რევკომის ბიულეტენი". 1921. Бюллетень вр. Революционного Комитета Грузии. თბილისი. [დრ. რევკომის გამოცემა]. 1921 წ. [N1] (26/II), [N2] (27/II) ...? N4 (?); თით. 2 გვ. პირველი ბეჭდვითი ორგანო, გამოცემული საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე; გამოდიოდა 26 თებერვლიდან ერთ გვერდზე ქართული, ხოლო მეორე გვერდზე რუსული ტექსტით. N1-ის პირველი გვერდი იწყება ლოზუნგებით: "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საბჭოთა საქართველოს", "გაუმარჯოს წითელ ლაშქარს"; მოწინავე წერილი იწყება შემდეგი სიტყვებით: "დღეს თბილისი ხვდება წითელ ლაშქარს"... ამავე გვერდზე რევკომის პირველი მიმართვაა "მოქალაქეთა საყურადღებოდ", რომელიც იწყება შემდეგი სიტყვებით: "დროებითი რევოლუციონური კომიტეტი საყოველთაო საყურადღებოდ აცხადებს, რომ ყველა დაწესებულებების მუშა-მოსამსახურენი ვალდებული არიან დარჩნენ თავიანთ ადგილებზე და შეასრულონ პირნათლად დავალებანი, დაიცვან სრული წესრიგი" და სხვ. შენიშვნა: ბიბლიოგრაფიული იშვიათობა; თითო-თითო ნომერი ინახება საქ. პარლ. ეროვნ. ბიბლიოთეკაში და საქ. სარევოლუციო მუზეუმის ბიბლიოთეკაში.
[ დეზიდერატა ] შეიცავს: 1 ერთეულს 1 წლიურ კომპლექტში 1 შენახვის შიფრით (სულ 1 ნომერი 1 წელიწადში)
Created: 27 Sep 2014 00:00:00; Updated: 18 Feb 2016 16:23:47 |
| დაგვიკავშირდით | | MinCMS. version 4.0.1 RC Copyright © 2007-2014, David A. Mchedlishvili |