![]() |
შესვლა |
English Georgian |
გაზეთებიდათვალიერებაძიება |
წლების მიხედვით »წლიური კომპლექტები
წლიური კომპლექტის სანახავად აირჩიეთ წელი და შენახვის შიფრი. დამატებითი ინფორმაცია -Прибавление к Закавказскому вестнику. Часть неофициальная. Тбилиси, 1839-1840.
პრიბავლენიე კ ზაკავკაზსკომუ ვესტნიკუ ["ზაკვკაზსკი ვესტნიკის" დამატება]. არაოფიციალური ნაწილი. 1839-1840. ეს არის თბილისში 1836 წლიდან გამომავალი რუსული გაზეთის, "ზაკავკაზსკი ვესტნიკის" [ამიერკავკასიის მაცნეს] დამატება, მისი არაოფიციალური ნაწილი (часть неофициальная). სათაურის ქვეშ, შუა ადგილზე, მოთავსებულია დრაკონთან მებრძოლი წმინდა გიორგის გამოსახულება. პირველ გვერდზე აწერია, რომ გაზეთის ოფიციალური და არაოფიციალური ნაწილების წლიური ფასი არის 5 რუბლი ვერცხლით, ხოლო თითოეული ნაწილის ღირებულება ცალ-ცალკე შეადგენს 3 რუბლს ვერცხლით. გამოცემის ყველა ნომერს აქვს ერთი საერთო პაგინაცია (1-7 გვ.). 1839 N 1 (11.03), N 2 (06.05), N 3 (12.08), N 4 (09.09). ნომრები შეიცავენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სახის განცხადებებს. ოთხივე ნომერი ერთგვერდიანია. N 5 (16 დეკემბერი):ნომერში ქვეყნდება ნაწყვეტი საქართველოს ისტორიიდან საქართველოს მეფის ერეკლე II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ავტორი - ა. მარსოვი. გაზეთი 3-გვერდიანია. 1840 N 1 (29.06): დაბეჭდილია განცხადება ქართული ღვინის კომპანიის აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ.
[ დეზიდერატა ] შეიცავს: 15 ერთეულს 5 წლიურ კომპლექტში 3 შენახვის შიფრით (სულ 7 ნომერი 2 წელიწადში)
Created: 27 Sep 2014 00:00:00; Updated: 31 Mar 2025 14:55:10 |
| დაგვიკავშირდით | | MinCMS. version 4.0.1 RC Copyright © 2007-2014, David A. Mchedlishvili |