საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა | მთავარი | ჩვენ შესახებ | ელ.რესურსები |
გაზეთებიდათვალიერებაძიება

ბრძანება და უწყება

თბილისი, 1763-1787
ენა:ქართული

წლიური კომპლექტები »წლები

ინფორმაცია არ არის
დამატებითი ინფორმაცია -

"ბრძანება და უწყება". 1763-1787. თბილისი, პირველი ქართული გაზეთის "საქართველოს გაზეთი"-ს წინამორბედს, რომელიც, ზაქარია ჭიჭინაძის შეგროვილ ცნობებს თუ დაუჯერებთ, გამოდიოდა 1763-1787 წწ. შუა, სპორადიკულად, ერთეულ ფურცლებად, ერქვა ჯერ "ბრძანება და უწყება", შემდეგ კი "ლეპორტი"; შეიცავდა მეფისა და პატრიარქის ბრძანებებს, განკარგულებებსა და სხვადასხვა ოფიციალურ აქტებს.

ერთადერთი ფაქტიური მასალა ამ გამოცემის შესახებ მხოლოდ ზაქარია ჭიჭინაძეს მოჰყავს თავის ბროშურაში "ქართული გაზეთის ასი წლის ისტორია" (თბილისი. მეორე გამოცემა. 1916 წლ., გვ. 62-64). ზ. ჭიჭინაძე სწერს: "საქართველოში გაზეთის მსგავსი ფურცლების ბეჭდვა 1760 წ. შემდეგ იწყეს, ანუ ქართლ-კახეთის დაკავშირებიდან, როცა ამ ორი კუთხის მეფედ ერეკლე II გამოცხადდა. 1763 წ. გამოიცა გაზეთის მსგავსად ერთი თაბახიან ქაღალდის ნაბეჭდი ფურცელი, რომელსაც სახელად "ბრძანება და უწყება" ეწერა. ამ "ბრძანებასა და უწყებაში" იბეჭდებოდა სამეფო ცნობანი, მაგალითებრ სხვა და სხვა მოურავთათვის საუწყებელი ცნობები, ბრძანება გვარიშვილობის აყრაზედ, მამულების ჩამორთმევაზედ, გვარისშვილობის ბოძებაზედ, სამეფო ბრძანება, მეფის მოწყალება, მოხმობა, მდევრის ძახილი და სხვანიც ამგვარნი საჭირო უწყებანი..., შემდეგ პატრიარქის ბრძანება და განკარგულებანი".

"ამ გამოცემის გარდა 1783 წ. გამოიცა მეორე ამგვარივე განცხადების ფურცელი კვალადვე მეფის ბრძანებით, რომელსაც სახელად "ლეპორტი" ეწოდა. "ლეპორტიც" ისევე გამოდიოდა, როგორც "ბრძანება და უწყება". ...ლეპორტი მდაბიოთ შორის ძლიერ გავრცელდა. ... ანდაზასავებ გარდაიქცა თქმულება გლეხთა შორის, რომ "ლეპორტი" მომივიდა, "ლეპორტი" მომერთო და მრავალ ამ გვარი სხვანი. ...ჩვენმა მწიგნობარ მოხუცებულთა კარგად იცოდნენ და მასთან ხშირად ახსენებდნენ, რომ ლეპორტი გაზეთი იყოვო. ასევე სთქვა ქართველ ცენზორად ყოფილმა ლ.ს-ძე ისარლოვმა" (იხ. გვ. 62-64).

ლიტერატურა:

1. კარიჭაშვილი, დ. ქართულ პერიოდულ გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა (ჟურნ. "წიგნის მეგობარი", 1925 წ. №1-2, გვ. 93).

2. ზ.ჭ. (ჭიჭინაძე, ზაქარია). ქართული სტამბა და მეფე ვახტან VI. თბ. 1909.

3. ზ.ჭ. (ჭიჭინაძე, ზაქარია). ქართული გაზეთის ასი წლის ისტორია. თბ. 1916.

4. გუგუშვილი, პ. ქართული ჟურნალისტიკა. თბ. 1941 წ. იხ. თავი III, გვ. 49-50.



 

შეიცავს: არ არის არცერთი ეგზემპლარი.
Created: 27 Sep 2014 00:00:00;   Updated: 27 Oct 2014 11:34:25