საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა | მთავარი | ჩვენ შესახებ | ელ.რესურსები |
გაზეთებიდათვალიერებაძიება

ბრძოლა

თბილისი, 1901-1902
რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატთა დასი
ენა:ქართული
გრძელდება:პროლეტარიატის ბრძოლა (1903-1905)

წლიური კომპლექტები »წლები

წლიური კალენდრის სანახავად აირჩიეთ წელი.
დამატებითი ინფორმაცია -

ბრძოლა.  "ორგანო ქართველ სოციალ-დემოკრატთა კავშირისა". თბილისი. 1901–1902.

[ბაქო. კავშირის საიდუმლო სტამბა].

1901 წ. №1 (სექტემბერი); N2-3 (ნოემბერ-დეკემბრ.). დამატებით "შურისძიება" [მოთხრობა]; 11 გვ.

1902 წ. №4 (დეკემბ.), 24 გვ.

პირველი არალეგალური ბეჭდური ორგანო ბოლშევიკური მიმართულებისა ქართულ ენაზე.

"1901 წლის სექტემბერში ამხ. კეცხოველმა ბაქოში გამოუშვა თბილისის სოციალ-დემოკრატიის ორგანო – გაზეთ "ბრძოლის" პირველი ნომერი.

არალეგალური ლიტერატურის გამოცემამ მოითხოვა განსაკუთრებული გამბედაობა, ენერგია, სიმტკიცე და დიდი ძალ-ღონე. ლადო კეცხოველი, ცხოვრობდა რა სტამბაში, მთელი არსებით ემსახურებოდა ამ საქმეს. ლადო მთელი თვეების განმავლობაში თითქმის დღე-და-ღამ თავაუღებლად მუშაობდა, იგი სისტემატუყრად ღებულობდა სტატიებსა და სხვა მასალას გაზეთ "ბრძოლისათვის" ამხანაგ სტალინისა და თბილისის ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის სხვა წევრებისაგან. მთელ რიგ სტატიებს ლადო თვითონ სწერდა, ამავე დროს ასრულებდა რედაქტორის, კორექტორის, ასოთამწყობისა და მბეჭდავის როლს და ამ რთულ და სახოფათო საქმეს სიყვარულით აკეთებდა" (ბერია, ლ. პ. "ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის". მე-5, შევსებ. გამოც. თბ. 1939 წ. იხ. გვ. 38).

"გაზეთი "ბრძოლა" – თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის, მისი ლენინურ-ისკრული ჯგუფის პირველი არალეგალური გაზეთი, იცავდა რევოლუციური მარქისზმის თეორიულ საფუძვლებს და პროლეტარიატის რევოლუციურ-კლასობრივი ბრძოლის ამოცანებს.

"გაზეთი "ბრძოლა" ასაბუთებდა და ავითარებდა იმის აუცილებლობას, რომ სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები გადასულიყვნენ მასობრივ-პოლიტიკურ აგიტაციაზე, მოეწყოთ მუშათა კლასის რევოლუციური პოლიტიკური ბრძოლა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. იგი იცავდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციაში პროლეტარიატის ჰეგემონიის ლენინურ იდეას.

"გაზეთ "ბრძოლას" თავისი თავი მიაჩნდა საერთო-რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ადგილობრივ ორგანოდ. იგი იცავდა ამიერკავკასიის პროლეტარიატის რევოლუციური ბრძოლის განუყრელ კავშირს მთელი რუსეთის მუშათა კლასის რევოლუციურ ბრძოლასთან" (იქვე. იხ. გვ. 40-41).

"ბრძოლის" ჩვენამდე მოღწეული ნომრები ინახება საქ. ცენტრარქივში (1901 წ. №1) და მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ბიბლიოთეკაში.

"ბრძოლის" 1902 წლის №4-ის სტატიები გადაბეჭდილია "რევოლუციის მატიანის" 1923 წლის №2-ში (იხ. გვ. 198-226).

"ბრძოლის" გაგრძელება იხ. (ქვემოთ) "პროლეტარიატის ბრძოლის" (1903–1905) სახელწოდებით.

ლიტერატურა:

1. Сталин И. В. Сочинения. Том 1, стр. 392-393 ("Брдзола").

2. ბერია, ლ. ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის. მე-5 შევსებული გამოცემა. თბილისი. 1939. სახელგამი. პოლიტლიტერატურის სექტორი. 235 გვ. 20 სურათით.

3. ბერია, ლ. ლადო კეცხოველი. 1876–1903. თბილისი. 1937. პარტგამომცემლობა. 24 გვ.

4. გეგეშიძე, პ. არალეგალური ბოლშევიკური გაზეთები "ბრძოლა" და "პროლეტარიატის ბრძოლა" (იხ. ჟურნ. "პროლეტარული რევოლუცია", 1939 წ. №1, გვ. 7-41).

5. ვ. დ. "ბრძოლა" – "პირველი ბოლშევიკური არალეგალური გაზეთი" ("კომუნისტი", 1939, 18 აპრილი, №89).

6. ლენინური "ისკრა" და "სტალინური "ბრძოლა" (იხ. "კომუნისტი", 1941 წ. 6 აპრ. №81).

7. დოკუმენტები და მასალები ("პროლეტარული რევოლუცია", 1943 წ. წიგნი 3).



 

შეიცავს: 14 ერთეულს 11 წლიურ კომპლექტში 6 შენახვის შიფრით (სულ 4 ნომერი 2 წელიწადში)
Created: 27 Sep 2014 00:00:00;   Updated: 29 Mar 2017 15:37:55