ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
 
საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა

ბოლო 10 განსაზღვრება

სიტყვა განსაზღვრება
გლოკენშპილი [გერმ. Glokenspie] < Gloke ზარი, ზანზალაკი და Spiel დაკვრა] - სარტყმელი მუსიკალური საკრავი - სხვადასხვა სიგრძის ფირფიტები, რომლებიც განლაგებულია ფორტეპიანოს თეთრი და შავი კლავიშების მსგავსად.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
კირკე [ბერძ. Kirkē] - ბერძნულ მითოლოგიაში: გრძნეული ქალი, რომელმაც თავის კუნძულზე ერთი წლით შეაფერხა შინ მიმავალი ოდისევსი და მისი თანამგზავრები - ღორებად აქცია (ლათინური გამოთქმით: ცირცე).// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 
კლავესინისტი კლავესინის დამკვრელი მუსიკოსი.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
კლავესინი [ფრანგ. clavecin] - ძველებური კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი - ფორტეპიანოს წინამორბედი.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
კიპრიდა [ბერძ. Kypris (Kypridos) კვიპროსელი] - ბერძნულ მითოლოგიაში: ერთ-ერთი სახელი ქალღმერთ აფროდიტესი, რომლის სამშობლოდაც ითვლება კუნძული კვიპროსი.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
კინოფილმი კინემატოგრაფიის ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია ეკრანზე სადემონსტრაციოდ; კინოსურათი.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
კინოფიკაცია და კინოფიცირება კინოთეატრებისა და კინოდანადგარების მოწყობა; კინოთეატრების ქსელის გაშლა.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
კინოფესტივალი [კინო- და ფრანგ. festival (იხ. ფესტივალი)] - კინოხელოვნების ნაწარმოებთა პერიოდული დათვალიერება, შემოქმედებითი შეჯიბრება.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
კინოსტუდია საწარმო, სადაც იღებენ კინოფილმებს.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
კინომანი [კინო- და ბერძ. mania მისწრაფება; სიგიჟე] - კინოს დიდი მოყვარული.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა