ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
 
საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა

ჩვენება: (783)

სიტყვა განსაზღვრება
აბრეჟე [ფრანგ. abrege] შემოკლებული გადმოცემა, ამონაწერი რაიმე თხზულებისა.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აბრისი [გერმ. Abriss ნახაზი, გეგმა] - 1. რაიმე საგნის მონახაზი, კონტური. 2. (გეოდ.). ველზე ხელით შესრულებული ნახაზი, რომელზედაც აღნიშნულია ყველა მონაცემი ზუსტი გეგმის შესადგენად. 3. გამჭვირვალე მასალაზე შესრულებული კონტურული გამოსახულება, რომელიც საჭიროა ფერადი ნახატის სწორად გადასაღებად ლითოგრაფიულ ქვაზე.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "...
აბსტრაქტული ხელოვნება XX ს-ის დასაწყისში წარმოშობილი მიმდინარეობა სახვით ხელოვნებაში, რომელიც უარყოფს გარესამყაროს რეალურ ასახვას, საგნებსა და მოვლენებს გადმოსცემს განყენებული ელემენტების (გეომეტრიული ფიგურა, ფერადოვანი ლაქა და ა.შ.) საშუალებით და გამოხატავს კომპოზიციის იდეას, ძირითად არსს, როგორც ავტორის ფანტაზიის ნაყოფს.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გა...
აბსტრაქციონიზმი უკიდურესად ფოპმალისტური მიმართულება მე-20 ს.-ის მხავტრობასა და ქანდაკებაში ; აბსტრაქტული ხელოვნება.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აბსტრაქციონისტი აბსტრაქციონიზმის მიმდევარი// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აგამემნონი ძველი ბერძნული ეპოსის "ილიადის" გმირი, მიკენეს მეფე, ბერძენთა ჯარების მთავარსარდალი ტროის ომში; ომიდან დაბრუნების შემდგ იგი მოკლა თავისმა ცოლმა კლიტემნესტრამ// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აგნი [სანსკრ. agni ცეცხლი]-ინდურ მითოლოგიაში ცეცხლის ღვთაება//შემდგენელი ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა"განათლება".-1989
აგოგიკა [ბერძ.agoge ტარება]-(მუს.) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების დროს ტემპის მცირე შეცვლა (აჩქარება ან შენელება), რაც გამოწვეულია მხატვრული გამომსახველობის საჭიროებით// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აგრაფი [ფრანგ. agrafe]– 1. (მოძვ.). ლითონის სამკაული - ტანისამოსზე გასაკეთებელი ერთგვარი ბალთა, აბზინდა. 2. (არქიტ.). თაღის ცენტრში დატანებული ქვა („თაღის კლიტე“), ჩვეულებრივ, მოჩუქურთმებული. შემდგენელი// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ.,გამომცემლობა "განათლება", 1973
აგრიფი [ფრანგ. agrafe]-1.-(მოძვ.) ლითონის სამკაული-ტანისამოსზე გასაკეთებელი ერთგვარი ბალთა, აბზინდა. 2.(არქიტ.) თაღის ცეტრში დატანებული ქვა ("თაღის კლიტე"). ჩვეულლებრივ, მოჩუქურთმებული.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
მომდევნო გვერდი 1 79 გვერდები

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა