ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონისიტყვა | განსაზღვრება |
ადაჟიო | (ადაჯო) - 1. მუსიკალური ნაწარმოების მშვიდი, ნელი ტემპი; 2. ნელი, ლირიკული, მღერადი ნაწილი საბალეტო ცეკვაში ან მუსიკალურ ნაწარმოებში.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004 |
ადაჯო | [იტალ. adagio ნელა, დინჯად]-(მუს.).1. მუსიკალური ნაწარმოების შესრულების ტემპი. 2. ასეთი ტემპით შესასრულებელი მუსიკალური ნაწარმოები ან მისი ნაწილი (ჩვეულებრივ, ერთ-ერთი შუა ნაწილი სიმფონიისა, კვარტეტისა, სონატისა და სხვ.) 3. ბალეტში: ნელი, ლირიკული ცეკვა//ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ადიტი | [სანსკრ. aditi სამყარო]-ძველ ინდურ რელიგიაში: ქალღმერთი, რომელიც განასახიერებს სამყაროს; თვებოდა ღმერთების დედად// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ავანგარდი | ავანგარდ-ი [ფრანგ. avant-garde] - 1. (სამხ.). ჯარის (ან ფლოტის) ნაწილი, რომელიც მიდის მთავარი ძალების წინ (ლაშქრობაში). 2. (გადატ.). რაიმე საზოგადოებრივი ჯგუფის, კლასის მოწინავე ნაწილი//ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ავანგარდიზმი | (ფრანგ. avant - მოწინავე, garde - რაზმი) მიმდინარეობა ხელოვნებაში (XX ს-ის 10-იანი წლებიდან), რომლის წარმომადგენლებიც უარყოფენ ტრადიციული კულტურის მიღწევებს, მიისწრაფვიან ახალი, ჯერ არნახული მხატვრული ფორმების შექმნისაკენ (მაგ., კუბიზმი, ფუტურიზმი, ექსპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი, სერიული და ელექტრონული მუსიკა, დოდეკაფონია, «აბსურდის თეატრი»). // ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შე... |
ავანგარდიზმი | [ფრანგ. avant-gardizme]-საერთო პირობითი სახელწოდება მე-20 ს.-ის ბურჟუაზიული ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობისა, რომლებსაც აერთიანებს კლასიკური ხელოვნების ტრადიციებთან კავშირის გაწყვეტა, ახალი ფორმებისა და გამოსახვის საშუალებათა ძიება; ახასიათებს ღრმა წინააღმდეგობანი.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ავანგარდისტები | ავანგარდიზმის მიმდევრები// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ავანგარდისტული | ავანგარდიზმისა და ავანგარდისტების დამახასიათებელი, მათთან დაკავშირებული.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ავანლოჟა | [ფრანგ. avant წინა და salle დარბაზი]-დიდ შენობებში, სასახლეებში: მომცრო დარბაზი, ოთახი მთავარი დარბაზის წინ// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ავანსცენა | 1. თეატრალური სცენის წინა ნაწილი (მაყურებელთან ახლოს); 2. სცენის ნაწილი ორკესტრსა და ფარდას შორის.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004 |