ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონისიტყვა | განსაზღვრება |
ავანსცენა | [ფრანგ. avant-scene]-სცენის ნაწილი, რომელიც ფარდის წინ არის გამოწეული //ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ავე მარია | მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კათოლიკური ჰიმნი, რომლის ტექსტიც, დამტკიცებული 1545 წელს საეკლესიო კრების მიერ, არ უნდა შეცვლილიყო. დაწყებული XIX ს-დან «ავე მარიას» უწოდებენ ნებისმიერ ტექტზე შექმნილ სევდიანი განწყობის ვოკალურ ნაწარმოებს, მიძღვნილს წმინდა მარიამისადმი.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004 |
ავლოსი | ძველი ბერძნული სასულე საკრავი, რომელსაც იყენებდნენ მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს, სამხედრო ლაშქრობებისას, ანტიკურ ტრაგედიაში.// ხელოვნების–ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004 |
ავლოსი | [ბერძ. aulos]ძველ საბერძნეთსა და წინა ასიაში გავრცელებული ჩასაბერი მუსიკალური საკრავი//ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ავრორა | [ლათ. Aurora]-რომაულ მითოლოგიაში: ცისკრის, განთიადის ქალღმერთი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესება ეოსი)// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989) |
ავტოგრავიურა | გრავიურა, რომელიც შესრულებულია ხეზე (ლინოლეუმზე, ლითონზე)თვით მხატვრის (ნაწარმოების ავტორის) მიერ// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ავტოგრაფი | 1. ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოების ავტორისეული ხელნაწერი; 2. წიგნზე ან ნახატზე ავტორის ხელით გაკეთებული წარწერა, მიძღვნა.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004 |
ავტოპორტრეტი | მხატვრის მიერ შექმნილი საკუთარი პორტრეტი (იხ. პორტრეტი).// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004. |
ავტოპორტრეტი | მხატვრის მიერ დახატული თავისი პორტრეტი.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
აზგარდი | [სკანდინ.Azgard-სკანდინავიურ მითოლოგიაში: ღმერთების-აზების ადგილსამყოფელი// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |