ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
 
საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა

ჩვენება: (783)

სიტყვა განსაზღვრება
აზები [სკანდ. Asen]-ღმერთების ზოგადი სახელწოდება ძველ გერმანულ და სკანდინავიურ წარმართულ პანთეონში, სათავეში უდგას ღმერთი ოდინი// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკაპელა საგუნდო მუსიკა საკრავიერი თანხლების გარეშე. დამახასიათებელია ხალხური (მაგ., ქართული ხალხური სიმღერა) მუსიკისათვის, აგრეთვე მართლმადიდებლური საეკლესიო გალობისათვის.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004
აკვარელი [ფრანგ. aquarelle<იტალ.]-1. წყალში გასახსნელი საღებავი. 2. ფერწერა, ხატვა ასეთი საღებავებით. 3. ასეთი საღებავით შესრულებული ნახატი//ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკვარელიათ. აქუა - წყალი) - (ლათ. აქუა - წყალი) - 1. მცენარეულ წებოზე დამზადებული წყალში ხსნადი საღებავები; 2. ფერწერული ნამუშევრები, შესრულებული აკვარელის საღებავებით (აკვარელით). აკვარელს შუალედური ადგილი უკავია გრაფიკასა და ფერწერას შორის. აკვარელის ტექნიკა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში. მას იყენებდნენ შუა საუკუნეების მინიატურისტები. ფართო გამოყენება პოვა XVIII ს-ის მე-2 ნახევრიდან.// ...
აკვარელისტი მხატვარი, რომელიც აკვარელით ხატავს//ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკვატინტა [იტალ. aquatinta<ლათ.]-1. გრავიურის ერთ-ერთი სახე-ლითონზე ამოკვეთა ჩაღრმავებით. 2. ამ წესით შესრულებული ნახატი // ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკმეიზმი [< ბერძ.akme მწვერვალი]- ერთ-ერთი რეაქციული დეკადენტური მიმდინარეობა რუსულ ლიტარატურაში მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში; ქადაგებდა თეორიას "ხელოვნება ხელოვნებისთვის", ინდივიდუალიზმს. // ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკომპანემენტი [ფრანგ. accompagnement<იტალ.] - მუსიკა, რომელიც თან ახლავს და ჰარმონიულად ავსებს სოლო პარტიას; აგრეთვე, ძირითადი თემის, მუსიკალური ნაწარმოების მელოდიის თანხმლები მუსიკა. // ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკომპანიატორი აკომპანემენტის შემსრულებელი (ჩვეულებრივ, პიანისტი).// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკომპანიმენტი რომელიმე საკრავზე ან ორკესტრის მიერ შესრულებული თანხლება, რომელიც ავსებს და ამდიდრებს წამყვან მელოდიას (ვოკალურს ან საკრავიერს).// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004
წინა გვერდი | მომდევნო გვერდი 4 79 გვერდები

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა