ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
 
საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა

ჩვენება: (783)

სიტყვა განსაზღვრება
აკომპანირება აკომპანიმენტის შესრულება.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკორდი (იტალ. აცცორდო - შეთანხმება) - სხვადასხვა სიმაღლის რამდენიმე ბგერის (არანაკლებ სამისა) ერთდროული ჟღერადობა. // ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004
აკორდი [ფრანგ.accord, იტალ. accordo] - (მუს.). სამი ან მეტი მუსიკალური ბგერის ჰარმონიული შეერთება. // ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკროსტიქი [ბერძ. akrostichis] - ლექსი, რომლის სტრიქონთა თავკიდური ასოებისგან გამოდის სიტყვა ან ფრაზა.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკროტერიუმი [ბერძ.akroterion] - (არქიტ.) - შენობის ფრონტონის კუთხეებზე მოთავსებული ქანდაკება ნ სკულპტურული მორთულობა (მაგ., პალმეტი).//ჭაბაშვილი მიხეილ უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკუსტიკა ფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ბგერის ბუნებასა და თვისებებს, ბგერით მოვლენებს. მუსიკოსები, როგორც წესი, ამ ტერმინით აღნიშნავენ ამა თუ იმ ნაგებობაში სმენადობის ხარისხს, რაც დამოკიდებულია შენობის არქიტექტურულ ფორმასა და გამოყენებულ სამშენებლო-მოსაპირკეთებელ მასალაზე.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004
აკუსტიკა [ბერძ. akustikos სმენისა] - 1. ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს ბგერას; 2. სმენადობის პირობები რაიმე შენობაში. // ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
აკუსტიკოსი აკუსტიკის სპეციალისტი. // ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
ალბა [პროვანს. alba განთიადი] - ტრუბადურთა პოეზიაში: დილის სიმღერა.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
ალბორადა [ესპ. alborada] - 1. ესპანელი მწყემსების სიმღერა, ამომავალი მზის სადიდებელი. 2. დილის სერენადა.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
წინა გვერდი | მომდევნო გვერდი 5 79 გვერდები

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა