ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონისიტყვა | განსაზღვრება |
ალეგორია | (ბერძნ. ალლეგორია - იგავი, არაკი) - მხატვრული ხერხი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვაგვარ ზნეობრივ თვისებათა განსახიერება კონკრეტულ სახეებში. მაგ., ქალღმერთი თემიდა, რომელსაც ბერძენი და რომაელი მოქანდაკეები გამოსახავდნენ ახვეული თვალებითა და სასწორით ხელში, სამუდამოდ იქცა მართლმსაჯულების სიმბოლოდ.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვი... |
ალეგრეტო | [ იტალ.allegreto] - 1.მუსიკალური ნაწარმოების ზომიერად ჩქარი (მაგრამ ალეგროზე უფრო ნელი)ტემპი. 2. ამ ტემპით შესასრულებელი მუსიკალური ნაწარმოები ან მისი ნაწილი.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ალეგრო | 1. ცოცხალი, ჩქარი ტემპი; 2. ამ ტემპში დაწერილი მუსიკალური პიესა, რომელსაც არა აქვს სხვა სახელწოდება; 3. ჩქარი ნაწილი კლასიკურ ცეკვაში.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004 |
ალეგრო | [იტალ. allegro მხიარულად] - 1. მუსიკალური ნაწარმოების შესრულების ჩქარი ტემპი. 2. ამ ტემპით შესარულებელი მუსიკალური ნაწარმოები ან მისი ნაწილი (ჩვეულებრივ, სიმფონიის, სონატის პირველი ნაწილი).// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ალსეკო | [იტალ. al secco - მშრალზე] - მშრალ კედელზე წყლიანი საღებავებით შესრულებული მხატვრობა (შდრ. ალფრესკო).// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ალტერაცია | [ფრანგ. alteration]-მუსიკალური ბგერის ნახევარტონით ან მთელი ტონით შეცვლა (ამაღლება ან დადაბლება); ალტერაციის ნიშნებია: დიეზი, ბემოლი, ბეკარი//ჭაბაშვილი მიხეილ უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ალტი | 1. ბავშვის ან ქალის დაბალი ხმა (იგივეა, რაც კონტრალტო); 2. გუნდში, ვოკალურ ანსამბლში ქალთა ან ბავშვთა დაბალი ხმებით შესრულებული პარტია; 3. ოთხსიმიანი ხემიანი საკრავი (XVI ს. იტალია), ვიოლინოზე ოდნავ დიდი, გამოიყენება როგორც ორკესტრში, კამერულ ანსამბლში, ისე სოლო შესრულებით. // ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004 |
ალტისტი | ალტის დამკვრელი მუსიკოსი.// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |
ამარკორდი | (იტალ.amarcord) იტალიის საკურორტო ქალაქ რიმნის დიალექტზე,სიტყვა "ამარკორდი" ნიშნავს "მე ვიხსენებ".// http://video.shopby.ru/detail_amarkord_9209_70692.html |
ამპირი | [<ფრანგ. empire იმპერია]-(ხელოვნ.) "გვიანი კლასიციზმის" (მე-19 საუკ. დასაწყ.) სტილი დასავლ. ევროპის არქიტექტურასა და დეკორატიულ ხელოვნებაში; წარმოიშვა საფრანგეთში ნაპოლეონ I-ის იმპერიის დროს; ახასიათებს ანტიკური ხელოვნების ნიმუშების მიბაძვა (ტრიუმფალური თაღები, მონუმენტური შენობები, სფინქსები და სხვ.) // ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989 |