ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
 
საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა

ჩვენება: (783)

სიტყვა განსაზღვრება
ამური ფრანგ. Amour<ლათ.]-რომაულ მითოლოგიაში: სიყვარულის ღმერთი-ღმერთქალ ვენერას ვაჟი, რომელიც წარმოდგენილი ჰყავდათ მშვილდოსანი ფრთოსანი ყმაწვილის სახით; კუბიდონი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესებამება ე რ ო ტ ი)// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
ამფითეატრი [ბერძნ. amfphitheatron]-1. თანამედროვე თეატრში პარტერის უკან თანდათან ამაღლებული დასაჟდომი ადგილები. 2. ძველ საბერძნეთსა და რომში: წრიული ან ნახევარწრიული უსახურავო ნაგებობა თანდათანობით ამაღლებული ადგილებით, სადაც იმართებოდა სხვადასხვა სანახაობა//ჭაბაშვილი მიხეილ უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
ამფიტრიტე [ბერძ. Amphitrite]-ბერძნულ მითოლოგიაში: ზღვის ქალღმერთი, პოსეიდონის ცოლი // ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
ანაკრეონტული პოეზია პოეზია, რომელიც უმღეროდა მხიარულ ცხოვრებას, სიყვარულს, ღვინოს; საქართველოში ანაკრეონტულ ლექსებს წერდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი [ძველი ბერძენი პოეტის ანაკრეონტის სახელიდან]// ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამომცემლობა "განათლება".-1989
ანდანტე (ანდანტინო) - 1. ზომიერად ნელი, მშვიდი და ამავე დროს მხნე ნაბიჯის შესაბამისი ტემპი; 2. მუსიკალური ნაწარმოების ან მისი ნელი ნაწილის სახელწოდება. // ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004
ანდრომედე [ბერძ.Andromede] - 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ეთიოპიის მეფის კეფევსის ქალი, რომელიც მამამ შესწირა ზღვის ურჩხულს, ისხნა პერსევსმა და ცოლად შეირთო. 2. (ასტრ.) ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი, რომლის შემადგენლობაში შედის მეორე სიდიდის სამი ვარსკვლავი და უბრალო თვალით ხილული სპირალური ნისლოვანება ("ანდრომედეს ნისლოვანება"). // ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.-თბ.-გამ...
ანიმალისტური ჟანრი (ლათ. ანიმალ - ცხოველი) - სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც დაკავშირებულია ცხოველების გამოსახვასთან ფერწერაში, გრაფიკაში, ქანდაკებაში, დეკორატიულ ხელოვნებაში. მხატვარს, რომელიც ძირითადად აღნიშნულ ჟანრში მუშაობს, ანიმალისტს უწოდებენ.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004
ანონსი წინასწარი განცხადება მომავალი სპექტაკლის ან კონცერტის შესახებ. შემოიღეს XVI ს-დან, უმთავრესად საფრანგეთის თეატრებში. ანონსი ეწოდებოდა სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლისადმი სცენიდან მოკლე მიმართვას ამ წარმოდგენის, აგრეთვე მოქმედი პირებისა და შემსრულებლების შესახებ, წარმოდგენის დამთავრების შემდეგ კი - რეკლამას უწევდნენ თეატრის შემდგომ სპექტაკლებსაც. ანონსი იყო სპექტა...
ანსამბლი (ფრანგ. ენსემბლე – ერთად) - მუსიკაში: 1. მწყობრი, შეთანხმებული შესრულება; 2. შემსრულებელთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ერთ მხატვრულ კოლექტივს; 3. შემსრულებელთა მცირე ჯგუფისათვის შექმნილი კამერული მუსიკალური ნაწარმოები ან დიდი ფორმის ნაწარმოების (მაგ., ოპერის) შემადგენელი ნაწილი. ასეთებია, დუეტი (2 შემსრულებელი), ტრიო (3), კვარტეტი (4), კვინტეტი (5), სექსტეტი (6), სეპტეტი (7), ოქტეტი (8), ნონეტი (9) დ...
ანტიკური ხელოვნება (ლათ. ანტიქუუს - ძველი) - ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის ხელოვნება. ცნება «ანტიკური ხელოვნება» გაჩნდა აღორძინების (რენესანსის) ეპოქაში, როცა ძველი საბერძნეთისა და რომის შესანიშნავი ქმნილებები ითვლებოდა სანიმუშო, კლასიკურ ქმნილებებად ევროპული კულტურისათვის. ანტიკური ხელოვნების იდეალს შეადგენდა ჰარმონიულად განვითარებული, იდეალურად მშვენიერი ადამიანის - მოქალაქის, ღირ...
წინა გვერდი | მომდევნო გვერდი 7 79 გვერდები

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა