ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
 
საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა

<< თავიდან

ანსამბლი

(ფრანგ. ენსემბლე – ერთად) - მუსიკაში: 1. მწყობრი, შეთანხმებული შესრულება; 2. შემსრულებელთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ერთ მხატვრულ კოლექტივს; 3. შემსრულებელთა მცირე ჯგუფისათვის შექმნილი კამერული მუსიკალური ნაწარმოები ან დიდი ფორმის ნაწარმოების (მაგ., ოპერის) შემადგენელი ნაწილი. ასეთებია, დუეტი (2 შემსრულებელი), ტრიო (3), კვარტეტი (4), კვინტეტი (5), სექსტეტი (6), სეპტეტი (7), ოქტეტი (8), ნონეტი (9) და ა.შ;
2. თეატრალურ ხელოვნებაში: მსახიობთა მწყობრი, შეთანხმებული თამაში, რაც ექვემდებარება სპექტაკლის საერთო შემოქმედებით ამოცანას, მის საერთო რიტმსა და განწყობილებას. ანსამბლის ხელოვნება ქართულ თეატრში განამტკიცა კოტე მარჯანიშვილმა.
თეატრალური ანსამბლის მეოხებით წყდება რთული შემოქმედებითი ამოცანები (ეპოქის, გარემოს დახასიათება, მასობრივი სცენების გადაწყვეტა, ემოციური განწყობილების შექმნა, პარტნიორთა შორის ღრმა ფსიქოლოგიური ურთიერთობის დამყარება და სხვ.);
3. არქიტექტურაში - ნაგებობათა სივრცობრივი კომპოზიციების, საინჟინრო ნაგებობების (ხიდები, სანაპიროები და სხვ.), მონუმენტური ფერწერის, ქანდაკების ჰარმონიული ერთობლიობა. //ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა