ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
 
საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა

<< თავიდან

ანონსი

წინასწარი განცხადება მომავალი სპექტაკლის ან კონცერტის შესახებ. შემოიღეს XVI ს-დან, უმთავრესად საფრანგეთის თეატრებში. ანონსი ეწოდებოდა სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლისადმი სცენიდან მოკლე მიმართვას ამ წარმოდგენის, აგრეთვე მოქმედი პირებისა და შემსრულებლების შესახებ, წარმოდგენის დამთავრების შემდეგ კი - რეკლამას უწევდნენ თეატრის შემდგომ სპექტაკლებსაც. ანონსი იყო სპექტაკლის აუცილებელი ნაწილი და მას ასრულებდნენ საგანგებო ტანსაცმელში გამოწყობილი საუკეთესო მსახიობები.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა