ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
 
საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა

<< თავიდან

ფლეიტა

სიმფონიური ორკესტრის ხის ჩასაბერთა ჯგუფის საკრავი. თანამედროვე განივი ფლეიტა ორკესტრში დამკვიდრდა XVIII ს-დან. XIX ს-ში რეკონსტრუქციის შედეგად გაგანიერდა და ერთ რიგზე დამწკრივდა ხვრელები, გაუკეთდა სარქველები, თანამედროვე ფლეიტა მზადდება მაგარი ხის ჯიშებისაგან (შავი ხე, ქოქოსის პალმა) ან მელქიორისაგან. სარქველები ორივე შემთხვევაში ლითონისაა (მელქიორის). ფლეიტა ლაბიალური (სატუჩე) საკრავია, სატუჩე გვერდით აქვს, ამიტომაც იკავებენ მას განივად. ტექნიკურად ძალიან მოქნილია, ვირტუოზული. კომპოზიტორები ხშირად წერენ ამ საკრავისათვის სოლო პარტიებს. ფლეიტის ნაირსახეობაა პატარა ფლეიტა ანუ პიკოლო, რომელსაც მაღალი, გამჭვირვალე, მსტვინავი ხმა აქვს.// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა