საწყისი |
ძებნა |
ბოლო განსაზღვრება |
მოგვწერეთ |
შესვლა
<< თავიდანქართული ხალხური საკრავები
ქართული ხალხური საკრავები - უძველესი დროიდანაა ცნობილი, უმრავლეს შემთხვევაში, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს. (მცხეთაში ნაპოვნი უენო სალამური). ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში შემონახულია საკრავთა 100-ზე მეტი დასახელება.
საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი:
1. ჩასაბერი საკრავები - სალამური (უენო და ენიანი), გუდასტვირი (აჭარაში - ჭიბონი), სოინარი (ლარჭემი);
2. სიმებიანი: ჩამოსაკრავი - ფანდური, ჩონგური, ჩანგი; ხემიანი - ჭუნირი, ჭიანური;
3. დასარტყამი: დოლი, დიპლიპიტო, დაირა.
საქართველოში გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავებიც: ქამანჩა, საზი, თარი, ზურნა, დუდუკი და სხვ.
// ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.-[შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი]-თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004