NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
A.JPG

ქართული ანბანის პირველი ასო. მისი სახელია „ანი“; გრაფიკული სიმბოლო შუა რიგის დაბალი აწეულობის ღია ხმოვანი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴀ. მისი მოხაზულობა ჰორიზონტალისა და მარჯვნივ გახსნილი წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური Ⴀ კუთხოვანი ფორმისაა და ოდნავ მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხური Ⴀ და მხედრული ა ოთხხაზოვანი სისტემის შუა ორ ხაზს შორის იწერება:

ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ერთს (1), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანური რიგის მიხედვით) აღნიშნავს პირველს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეხუთე პუნქტის ა მუხლი.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%90&oldid=218770“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები