აბათხევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბათხევი – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, წყალთბილას საკრებულოში, ერუშეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1235-1370 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან სამხრეთ-დასავლეთით 16 კმ მანძილზე, ახალ ციხე-წყალთბილას საავტომობილო გზაზე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები შემოსილია სტეპის, ფრიგანის, შიბლიაკისა და იშვიათად მთის ნახევრად უდაბნოს მცენარეულობით. მოსახლეობის რიცხოვნობა – 330, უპირატესი ეროვნება – სომეხი (99%) (2002).

სოფელში არის XVII საუკუნის წმინდა ჯვრის სახელობის კათოლიკური ეკლესია (1881-1886).


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები