აბაყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თანამედროვე აბაყა

ა-ბაყა (აფხ. Абаҟа) — „სულის სახლი“, რომელსაც მიცვალებულის სახელის უკვდავსაყოფად სოფლების დამაკავშირებლი გზების შესაყარზე აშენებდნენ. ეს იყო ოთხ სვეტზე შემდგარი, ყავრით ან ისლით გადახურული ფარდულის ტიპის მცირე არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც ოთხივე მხარეს სკამლოგინები ჰქონდა ჩამორიგებული. აბაყას წინ მიწაში ღრმად ჩამჯდარი მარყუჟებიანი ბოძი ცხენების მისაბმელად გამოიყენებოდა. თ. სახოკიას ცნობით, ასეთ ფარდულებს მამები შვილების, ეს უკანასკნელნი კი მამების სულების საოხად აშენებდნენ (ხშირად ჭირისუფალს აქ სასმელ-საჭმელიც მიჰქონდა).

შემოღამებულ ან ავდარმოსწრებულ მგზავრს შეეძლო ფარდულში თავის შეფარება (ღამის გათევაც), ცეცხლის დანთება და დაპურება. თუ აფხაზი მიზეზთა გამო აბაყას თავს შეაფარებდა, მოვალეობად თვლიდა, მიცვალებულის სულისთვის შენდობა შეეთვალა და იქვე თუ არა, სახლში მისულს მის სახელზე ჭიქა ღვინო შეესვა. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ნაგებობა უკვე ბევრგან არ იყო, მაგრამ ადგილს სახელწოდება კვლავ შერჩენოდა.


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • თ. სახოკია. მოგზაურობანი. გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი. თბ., 1985.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები