აბილაური (ვაშლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბილაური – ვაშლის მესხური ჯიში. ფართოდაა გავრცელებული მესხეთში. აქვს საშუალო ზომის მოყვითალო, ლოყაწითელი თხელკანიანი ნაყოფი, უხვმოსავლიანია, თუმცა მეწლე. 25-30 წლის ხე იძლევა 400 კგ-ს, ცალკეული ხეები – გაცილებით მეტსაც. ცოცხლობს 100 წლამდე. ტრანსპორტაბელურია და ინახება დიდხანს (გაზაფხულამდე). მეტად სუსტია სოკოვანი დაავადებების მიმართ.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები