აბჟანდაძე ანზორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანზორ აბჟანდაძე

აბჟანდაძე ანზორ − (1941), ქართველი პოეტი. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „ქება ჩიტს“ (2010), „მე და ჩემი ძმა“ (2010), „აჰა, ინებეთ“ (2011), „თქვენ სულ აქა ხართ“ (2014), „ჩემი რჩეული“ (2016). თარგმნილი აქვს ლერმონტოვის პოეზიის დიდი ნაწილი. 1994 წელს გამოაქვეყნა გამოკვლევა — „ვეფხისტყაოსანი” და მისი ავტორი.

მიხაილ ლერმონტოვი, გმადლობთ
თარგმნა ანზორ აბჟანდაძე
მგმადლობთ! − გუშინ არ მოგგვარა ღიმილი
ჩემმა წრფელმა და მწუხარე ლექსმა,
და თუმც შენს გულს კვლავ არარა ესმა,
მაინც − თითქოს რომ გესმოდა ყოველი, −
გმადლობთ!
ოჰ, რარიგად მატყვევებდი დიდხანს!
სიტყვა შენი, მზერა შენი მდაღველი,
გულს დამრჩება, ვით მარადი ნაღველი...
მაგრამ არ მსურს, შენც პასუხად მითხრა:
გმადლობთ!
მე მწყურია ძებნა ბედნიერების, −
ვით ვემატო ბედკრულ მონებს შენსას!
არ ვისურვებ, რომ ოდესმე მესმას
შენგან − ნაცვლად გესლიანი ყვედრების −
გმადლობთ!
ცივმა მზერამ დამწვას შენმა − ეს მსურს,
ვმოსპოს იგი ოცნება და იმედი,
რასაც გულში მიელვებდი, მინთებდი...
მხოლოდ მაშინ აღმოხდება ჩემს სულს:
გმადლობთ!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები