აბრეშუმისებრი ვოლვარიელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Volvariela.PNG

აბრეშუმისებრი ვოლვარიელა (ლათ. Volvariella bombycine (Fr.) Sing. რუს. Вольвариелла шелковистая)

ქუდი – 5-20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ზარისებრია, შემდეგ კი გაშლილი, ახასიათებს ბორცვაკი, ზედაპირი მშრალია და დაფარულია აბრეშუმისებრი ბუსუსით, ჯერ თეთრია, შემდეგ – მოყვითალო. ფირფიტები განიერია, ხშირი, ნორჩობაში თეთრი, შემდეგ – მოვარდისფრო.

ფეხი – თეთრია სიგრძით 5-16 სმ, 1-2 სმ ქუდისკენ დაწვრილებულია, ძირში გაგანიერებულია და ჩამჯდარია პარკისებრ თეთრ ან ჟისგმიწისფერ ვოლვაში. სპორები – ელიფსისებრია, მოვარდისფრო, 7-10X5-6 მკმ.

იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით წიფელზე, ზაფხულ-შემოდგომით.

პირობითად საჭმელი სოკოა, გამოიყენება ახალი.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები