ქუდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამაკაცის ქუდი

ქუდი - მამაკაცთა და ქალთა თავსაბურავი. საქართველოში გავრცელებული იყო სხვადასხვა სახის ქუდები, რომლებიც მზადდებოდა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

ქართული ქუდის ტიპური ნიმუშებია:
კახური ნაბდის ქუდი, იმერული ფაფანაკი და ფარფალა ქუდი, სვანური, ხევსურული და თუშური ქუდები, მოხევური წიწაკა ქუდი და სხვა. ფართოდ გამოიყენებოდა აგრეთვე კრაველის, ყალმუხის, ბუხრის და სხვა ტიპის ქუდები.

XII ს. ბიზანტიელი სასულიერო პირი და ისტორიკოსი ევსტათი თესალონიკელი თავის ერთ-ერთ ისტორიულ შრომაში ახსენებს „იბერიულ ყაიდაზე შეკერილ კვამლისფერ ქუდს“, რომელიც დამზადებულია სახიანი ნაკეცებითა და ქობით. ქუდი ხურავს ბიზანტიელ წარჩინებულს დავით კომნენოსს. სხვათა შორის, ამ ავტორისავე ცნობით ირკვევა, რომ ქუდს სიმბოლური დანიშნულება ჰქონია. კერძოდ, ქუდის კვამლისფერობა გაიგება, როგორც კომნენოსის განზრახვა, კვამლში გაეხვია ყველა მოწინააღმდეგე, ვინც მის ძალაუფლებას არ დამორჩილებოდა. თავსაბურავის ასეთი სიმბოლური დატვირთვა საყოველთაოდ მიღებული წესი იყო როგორც ძველი აღმოსავლეთის, ისე დასავლეთ ევროპის ხალხებში.

ქუდი უძველესიდან ითვლებოდა ადამიანის თანამდებობის, მდგომარეობისა და ღირსების ნიშნად.

ლიტერატურა

ს. ყაუხჩიშვილი, გეორგიკა, ტ. VIII, 1970.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები