ფაფანაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაფანაკი

ფაფანაკი - ქართული ქუდის ერთ-ერთი უძველესი სახეობა. ნაბდის ან ტყავის ბრტყელი თავსაბურავია, რომელიც მამაკაცის მხოლოდ თავის თხემს ფარავს. აქვს შეჭრილი ოვალის ფორმა და თასმებით მაგრდება ნიკაპქვეშ. ზოგჯერ ძვირფასი ქსოვილი (მაუდი, ფარჩა) ჰქონდა გადაკრული და დაქარგული იყო.

ფაფანაკი „იმერული ქუდის“ სახელითაცაა ცნობილი, თუმცა წარსულში უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ისტორიულ წყაროებში XV ს-დან დასტურდება.



ლიტერატურა

ლ. მოლოდინი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები