ნაბადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაბადი

ნაბადი - მოთელილი მატყლისაგან დამზადებული წინ გახსნილი უსახელებო წამოსასხამი. XIX ს-ის ქართველ და კავკასიის სხვა ხალხთა ეროვნული კოსტიუმის ელემენტია. აქვს მთლიანი ზურგი და კალთები, ამოღებული ყელი და განიერი მხრები, დანიშნულების მიხედვით მზადდება მოკლე ან გრძელი, მსუბუქი ან მძიმე, დაბალ ან მაღალხაოიანი.

XIX ს-ში საუკეთესო ნაბადის წარმოებით განთქმული იყო ჩრდილო კავკასია, ყაბარდო-ჩერქეზეთი, დაღესტანი და ოსეთი; ამიერკავკასიაში - საქართველო (იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი და დუშეთი). ნაბდის წარმოების ქართული ხალხური ტრადიციები ბოლო დრომდე კარგად იყო შემონახული. მაგალითად, სოფელ ჯვარის (სამეგრელო) ერთ-ერთ უბანში - ჩქვალერში, ქალები ოჯახებში თარგის მიხედვით საუკეთესო გრძელბეწვიან მთლიან ნაბდებს თელავდნენ. ამ შრომატევად სამუშაოში შედიოდა მატყლის რეცხვა, ჩეჩვა, „გაწვერგულება“, შეთელვა და სხვ. XIX ს-ში ჩოხა-ახალუხთან ერთად ფართოდ გავრცელდა ყუბანისა და თერგის კაზაკობაში, როგორც სამხედრო ამუნიციის ნაწილი, რომელმაც ხელი შეუწყო ქართულ-კავკასიური წარმოების ნაბადზე მოთხოვნილების ზრდას. სამცხე-ჯავახეთში ნაბდის ერთ-ერთ ტიპს „იაფინჯი]“ ეწოდებოდა.

ლიტერატურა

დასურათებული ლექსიკონი, 2008.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები