აგაგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგაგა – მივიწყებული მიცვალებულის მშიერი, მოხეტიალე სული მეგრული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. წარმოდგენილი ჰყავთ სუსტი, ძლივს მოსიარულე მამაკაცის ან ქალის სილუეტის სახით. ღამით ხშირად ჩნდება სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასოფლო გზებსა და ბილიკებზე; არის ამბივალენტური ბუნების: ერთი ცნობით, ეზოში მის გამოჩენას მოუსავლიანობა, საქონლის ჭირიანობა, ოჯახის სიღარიბე მოაქვს, აშინებს ადამიანებს; სხვა ცნობით, აგაგა ადამიანის დამხმარედაც გვევლინება, შველის მგზავრებსა და მეთევზეებს (რ. ხარაძე).



ლიტერატურა

ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. 7, გვ. 11; რ. ხარაძე. ხევსურეთის ეთნოგრაფიული მასალები. 1938 // კავკასიის ეთნოლოგიური კრებული. XIV. თბ., 2012, გვ. 177.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები