აგური სამშენებლო მსუბუქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგური სამშენებლო მსუბუქი

აგური სამშენებლო მსუბუქი – (ინგლ. Brick building light), აგური, რომელიც მზადდება თიხისა და ამოსაწვავი დანამატებისაგან (ხის ნახერხი, ტორფი, ქვანახშირი და სხვ.); აქვს მცირე სიმკვრივე და თბოგამტარობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია კედლის სისქისა და მასის შემცირება 36-40%-ით. ასეთ აგურს იყენებენ მხოლოდ ნორმალური ტენიანობის შენობებისათვის.

აგური სამშენებლო მსუბუქი სტრუქტურის მიხედვით არსებობს ამაღლებული ფორიანობის, სიღრუეებიანი და კომბინირებული; ნედლეულის მიხედვით –თიხის, ტრეპელის და შერეული (თიხა-ტრეპელის და თიხა-წიდის).

აგური სიმკვრივით 700-1000 კგ/მ3 და სიმტკიცით 35-50 კგ/სმ2 გამოიყენება თვითმზიდი კედლებისათვის; სიმკვრივით 1000-1600 კგ/მ3 და სიმტკიცით 50-150 კგ/სმ2 – მზიდი კედლებისათვის; სიმკვრივით 500-700კგ/მ3 და სიმტკიცით 5-15 კგ/სმ2 – საქვაბეების, მილების და ღუმლების თბოიზოლაციისათვის მაღალი ტემპერატურის (900°C-მდე) პირობებში, ხოლო ასეთივე თბოსაიზოლაციო აგური, დამზადებული ცეცხლგამძლე თიხისგან – 1300°C-მდე ტემპერატურის პირობებში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები