ადიტიური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადიტიური - ლათინური სიტყვაა additio – „შეკრება“, „მიმატება“.

1. ადიტიურობა სიდიდეთა თვისებაა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ მთელი ობიექტის შესაბამისი სიდიდე, ობიექტის ნებისმიერი დაყოფისას, მისი ნაწილების შესაბამის სიდიდეთა ჯამის ტოლია. ეს თვისება ახასიათებს ფიზიკური სხეულის მოცულობას, მასას, ზედაპირის ფართობს, წირის სიგრძეს და სხვ.


2. სიმრავლის ფუნქციის თვისება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გადაუკვეთელი სიმრავლეების ჯამის ფუნქცია ტოლია შესაკრებთა ფუნქციის მნიშვნელობათა ჯამისა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები