ადმინისტრაციული შენობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადმინისტრაციული შენობა, საქართველოს მთავრობის კანცელარია

ადმინისტრაციული შენობაშენობა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო და არასახელმწიფო (საზოგადოებრივი) საწარმოო ან სხვა ორგანიზაციების (დაწესებულობების) მმართველი აპარატის სამუშაო ოთახები. გეგმარება უჯრედოვანია – სამუშაო ოთახების განლაგებით დერეფნის ერთ ან ორივე მხარეზე. პირველ სართულზე განლაგებულია ვესტიბიული, საგარდერობე. თავშეყრის დარბაზები თავსდება ქვედა სართულებზე ან ძირითადი ბლოკის ბოლო სართულზე. ადმინისტრაციულ შენობს დიდი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება აქვს ქალაქის (სოფლის, დაბის) განაშენიანებაში. ის განთავსდება მთავარ მოედნებსა და ქუჩებზე. ხშირად წარმოადგენს ქალაქის არქიტექტურული ანსამბლის ცენტრს. ადმინისტრაციული შენობის სათავსები იყოფა სამ ჯგუფად:
1) ძირითადი (კაბინეტები, სამუშაო ოთახები, საოპერაციო და სხდომათა დარბაზები, მისაღები და სხვ.);
2) მომსახურე;
3) დამხმარე (ვესტიბიული, გარდერობი, არქივი, ბიბლიოთეკა, სასადილო, სანიტარულ-ტექნიკური და ენერგეტიკული მოწყობილობების გასათავსებელი ოთახები, სანკვანძები და სხვ.).
სამუშაო ოთახის ფართობი (ზოგიერთი კაბინეტის გამოკლებით) აიღება 1 მუშაკზე 3,25 მ2, ხოლო სხდომათა დარბაზებისათვის – 1,2 მ2.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები