ადოუჰა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-დოუჰა (აფხ. Адоуҳа) — განუსაზღვრელი ზებუნებრივი საწყისი, მსოფლიო სული, რომლის მადლით არიან მოსილნი ნართები (განსაკუთრებით ნართების დედა — სათანეი-გვაშა). ნართულ გადმოცემებში საქონლის გამრავლება ადოუჰას წყალობას მიეწერება.

როგორც ჩანს, ტერმინი „ადოუჰა“ კომპოზიტია. მისი პირველი ნაწილია ა-დუ „დიდი“, მეორე — აჰ „მთავარი, მბრძანებელი”, ე.ი. ადოუჰა სიტყვასიტყვით „დიდ მთავარს, მბრძანებელს“ აღნიშნავს (ნაწარმოებია „აფსჰას“ მსგავსად) და როგორც საკულტო ტერმინი ქართული „უზენაესის“ იდენტურია.

„ადოუჰას“ პარალელური ინვერსიული ფორმაა „აჰდუ“, „ჰაჰ-დუ“, რომლითაც ანცვარაშვას (ღმერთისთვის მიძღვნილი სიმღერა) ტექსტებში ღმერთს მიმართავენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ადოუჰა“ ღმერთის ეპითეტი ან მისი მეორე სახელია.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988;
  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • Ш. Д. Инал-ипа. Памятники абхазского фольклора. Сух., 1977.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები