ადრეულა (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადრეულა

ადრეულა - (Gsar) ქლიავის ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის დამლევს ინგლისში რივერსის მიერ „ენგელბერტის“ და „საადრეო მოსავლიანი“–ს შეჯვარებით. საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ საკოლექციო ნარგავებში გვხვდება.

ადრეულა საუკეთესო სუფრის ჯიშია, ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლო რიცხვებში, მოსავლიანი ჯიშია და დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს გარემო პირობებს.

მსხმოიარობას ადრე იწყებს, გამძლეა ყინვის მიმართ, ნაყოფი მწიფდება თანდათანობით.

ადრეულა პერსპექტიული საადრეო ჯიშია საქართველოს მთელ რიგ რაიონებისათვის.

ხე ხასიათდება მაღალი პირამიდული ვარჯით. ფოთოლი ოვალური ფორმისაა, წაწვეტებული წვერით. ფოთლის ფირფიტის კიდე წვრილადაა დაკბილული. ყვავილობა საგვიანო ახასიათებს. ჯიში თვითსტერილია. ნაყოფი საშუალო ზომისაა (3,7X3,2 სმ.). ერთი ნაყოფის საშუალო წონა 24,3 გრამს უდრის. ნაყოფის ფორმა მრგვალია. ღარი აშკარად ემჩნევა, რომელიც არ არის ღრმა. ნაყოფის კანი თხელია, მუქი ლურჯი ფერის. ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი ფიფქი. ნაყოფის ხორცი მოყვითალო ფერისაა, მკვრივი, წიწვიანი, მომჟავო გემოსი. კურკა კარგად სცილდება ნაყოფის ხორცს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები