ავაჯი (თოჯინების თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაპონიის ტრადიციული თოჯინების თეატრი ავაჯი

ავაჯი – იაპონიის ტრადიციული თოჯინების თეატრი. დაარსდა 400-ზე მეტი წლის წინ. სახელი ეწოდა იმ პატარა კუნძულის მიხედვით, სადაც განთავსებული იყო ეს თეატრი.

„ავაჯის” თეატრში შირმა არ არის მაღალი და ფარავს მსახიობების მხოლოდ ქვედა ნაწილს. თითოეულ თოჯინას (ადამიანის სიმაღლის 3/4 ზომის) მართავს 3 მსახიობი მაყურებელთა თვალწინ. თითქმის ყველა მსახიობს უკეთია შავი ნიღაბი და აცვია შავი სამოსი, რაც მიზნად ისახავს მათი სცენაზე ყოფნის მიჩქმალვას. როლების ტექსტს კითხულობენ სცენის გვერდით, თვალსაჩინო ადგილას მსხდომი მომღერალ-მუსიკოსები „გიდაიუ“. თეატრის რეპერტუარშია პიესები დაწერილი მე-16-18 სს. უძველესი ხალხური ლეგენდების მიხედვით. „ავაჯის“ მსახიობები არიან გლეხები, რომლებიც თეატრში მოღვაწეობენ მინდვრის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. თოჯინების თეატრის ხელოვნებას ისინი ეუფლებიან 10-12 წლის განმავლობაში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები