ავგიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავგიტი – ქანწარმომქმნელი მინერალი, პიროქსენების ჯგუფის სილიკატი. ფერი – შავი, იშვიათად მუქი მწვანე. ქიმიური ფორმულა – (Ca, Na) (Mg, Fe, Al, Ti) (Si, Al)2O6. შედის ანდეზიტის, ბაზალტის, დიაბაზის და სხვა ამოფრქვეული სამთო ქანების შემადგენლობაში. სიმკვრივე – 3190-3560 კგ/მ3. დაწახნაგებული ავგიტი გამოიყენება სანახელავო ქვად.

საქართველოში კარგად განვითარებული ავგიტის კრისტალები უხვად გვხვდება შუაეოცენური ასაკის (56-34 მლნ წლის წინ) ვულკანური წყების ქანებში (ზვარე, ქვიშხეთი, ახალციხე, ციხისძირი და სხვ.).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები