ავტომობილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ford Model T touring car, 1916 წლის მოდელი

ავტომობილი – (ბერძ. autos თვით და ლათ. mōbilis მოძრავი) ადამიანთა გადასაყვანი (მსუბუქი) ან ტვირთის გადასატანი (სატვირთო), მანქანა, რომელიც შიგაწვის ძრავით მოძრაობს ურელსო გზაზე.

პირველი ძრავიანი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარ შეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშვა ორთქლის ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტი თავის დროზე არ განხორციელებულა (მასში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო მანქანაში). მე-19 საუკუნის ბოლოს გერმანელმა ინჟინრებმა გოტლიბ დაიმლერმა და კარლ ბენცმა შექმნეს პირველი რეალურად მომუშავე შიგაწვის ძრავა, რომლის საფუძველზე 1886 წელს კარლ ბენცმა დაიწყო პირველი კომერციული ავტომობილის წარმოება.

შიგაწვის ძრავის შექმნამ გადატრიალება მოახდინა ტრანსპორტის, სამხედრო ტექნიკისა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციაში. აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქ. დეტროიტში 1908 წელს ფორდ მოტორ კომპანიმ (Ford Motor Company) დაიწყო მსოფლიოში პირველი ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი ავტომობილების კონვეიერული წარმოება. საავტომობილო მრეწველობის საქვეყნოდ ცნობილი ბრენდებია: მერსედესი, ბმვ, პორშე, აუდი, ფოლკსვაგენი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა); ფერარი, ფიატი, ლამბორჯინი (იტალიის რესპუბლიკა); რენო, პეჟო, სიტროენი (საფრანგეთის რესპუბლიკა); როლს როისი, რეინჯ როვერი, ასტონ მარტინი (ინგლისი); ვოლვო (შვედეთი); ფორდი, კრაისლერი, შევროლე, ჯენერალ მოტორსი, კადილაკი, იაგუარი (აშშ), ტოიოტა, ნისანი, ჰონდა, მაზდა (იაპონია), კია (კორეის რესპუბლიკა) და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები